ავტორები

ვერნი ალფაიძე, ივანე ჯაფარიძე, აბესალომ ვეკუა, იოსებ ღუდუშაური, არჩილ მაღალაშვილი, რომანოზ ფერაძე, ლევან ხარატიშვილი, თეიმურაზ კოროშინაძე, ბერდია ზაუტაშვილი, ბადრი მხეიძე, ნოდარ ცერცვაძე, თეიმურაზ ებრალიძე, ვალერიან ზუხბაია, მერაბ ჩალათაშვილი

ISBN

978-9941-9160-1-4

978-9941-9349-1-9

გამომცემლობა

საგამომცემლო სახლი “წიგნი+ერი”

სტატუსი

მარაგშია

გვერდების რაოდენობა

240გვ

გამოცემის თარიღი

2014წ

ფორმატი

B5

ფასი : 20 ლარი

ჩვენი ღირსებანი ტომი V

  რა ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე მილიონობით წლის წინ? რა ბუნებრივმა პირობებმა შეუწყო ხელი ჩვენს ქვეყანაში უძველესი ადამიანების სამოსახლოთა გაჩენას? განა აქ, ჩვენში, დაიდებდა ბინას დედამიწის ერთ- ერთი უძველესი ადამიანი, მისი არსებობისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები რომ არ ყოფილიყო?

  დმანისურმა უნიკალურმა აღმოჩენამ ხომ ფეხზე დააყენა მთელი სამ ყარო! უძველესი ადამიანის ქვედა ყბის პოვნამ ორჯერ დააძველა პირველი ევროპელის ასაკი. და, აი, მსოფლიო მეცნი ერული აზრის ერთსულოვანი დასკვნა: პირველი ევროპელი ქართველი იყო!
რა წიაღისეულის მფლობელია საქართველო, როგორ ყალიბდებოდა ხანგრძლივი გეოლოგიური დროის განმავლობაში ქვეყნის წიაღი, რა მინერალებით მდიდრდებოდა და რა კანონზომიერებით ვრცელდებოდა ამა თუ იმ კუთხეში ბუნების ისეთი ფასდაუდებელი სიმდიდრეები, როგორიცაა: მტკნარი მიწისქვეშა, მინერალური და თერმული წყლები, სამკურნალო ტალახი, იშვიათი და ძვირფასი ლითონები, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები…

  როგორ იყენებდნენ მათ ჩვენი წინაპრები და როგორ მოვიხმართ ახლა ამ და სხვა მრავალი ამოუწურავი ბუნებრივი რესურსების ჯადოსნურ სამყაროს, რომელიც საქართველოს მიწის წიაღშია ჩაბუდებული? აი, საკითხები, რომლებმაც უნდა დააინტერესოს საქართველოს ბედ- იღბალსა და მომავალზე მზრუნველი ყოველი ადამიანი.

0

კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *