მთარგმნელი

ლალი ჯოხაძე

ISBN

978-9941-9263-6-5

გამომცემლობა

საგამომცემლო სახლი “წიგნი+ერი”

სტატუსი

მარაგშია

გვერდების რაოდენობა

48გვ

გამოცემის თარიღი

2014წ

ფორმატი

A5

ფასი : 9 ლარი

გალობანი სინანულისანი

„გალობანი სინანულისანი“ — ორიგინალური პოეტური ნაწარმოებია, რომელიც ეკუთვნის XI-XII საუკუნეებში მოღვაწე საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელს. ეს ნაწარმოები შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. იგი ეძღვნება სასულიერო ლირიკაში ღრმად დამუშავებულ (ეფრემ ასურის, იოსებ და თეოდორე სტუდიტეების, ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის და სხვათა საგალობლები) სინანულის მოტივს. საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა. დავით IV თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. თავის ასეთ დამდაბლებაში ვლინდება ზნესრული ადამიანის მაღალი ეთიკური მრწამსი. დავით IV-ის საგალობელში შეცოდებათა შეგნებით უკვე დაძლეულია ცოდვა და ადამიანის დაცემით გამოწვეულ სევდას ახლავს ნათელი ტონები ადამიანის სრულქმნის ღრმა რწმენისა.

0

კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *